NATO-რუსეთის ურთიერთობა

ცივი ომის შემდეგ პირველად NATO რუსეთს სატელეფონო ხაზით დაუკავშირდება

ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად, NATO რუსეთის სამხედრო მეთაურებს პირდაპირი წვდომა ექნება, ალიანსი მათ სატელეფონო ხაზით დაუკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

ცხელი ხაზის მეშვეობით მოსკოვთან მოლაპარაკების წარმოებას ევროპაში NATO-ს ძალების მეთაური და ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე შეძლებენ. ცნობისთვის, აღნიშნული ინიციატივა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ეკუთვნის.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გააქტიურდება ცხელი ხაზი, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მხარემ საკონტაქტო ნომრები უკვე მიიღო.

 

კომენტარები