სამთავრობო ცვლილებები

გოგუაძე: პრეზიდენტმა მთავრობას საშუალება მისცა, ცოტაოდენი ღირსება შეინარჩუნოს

პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო ერთადერთი სწორი და ღირსეული გადაწყვეტილება. მან ამით არა მხოლოდ თავის ინსტიტუტს სცა პატივი, არამედ მისცა საშუალება მთავრობასაც და პარლამენტსაც, რომ ცოტაოდენი ღირსება მაინც შეინარჩუნონ და შეასრულონ თავიანთი პირდაპირი კონსტიტუციური ვალდებულება. როდესაც მთავრობა პარლამენტში მიდის ლეგიტიმაციის მისაღებად, მთავრობის თითოეულმა წევრმა უნდა იცოდეს, რომ მისი ლეგიტიმაციის წყარო არის პარლამენტი. თითოეული დეპუტატი პასუხს აგებს იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ის ნდობას უცხადებს ამ მთავრობას. სწორედ ეს პროცედურები იმიტომ არის მოგონილი, რომ თვითონ დეპუტატებმა დაიჯერონ ამ ინსტიტუტის მნიშვნელობა. და ეს ინსტიტუტი სრულფასოვნად ამუშავდეს. ეს ეხება პირველ რიგში უმრავლესობის დეპუტატებს. ასე სწრაფად უარის თქმა საკუთარ უფლებებზე და მოვალეობებზე არ ვიცი, რას ნიშნავს. ვინც საკუთარ უფლებებს და მოვალეობებს არ იცავს, ის არც სხვის უფლებებს და მოვალეობებს დაიცავს. 

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრი ნინო გოგუაძე სამთავრობო ცვლილებებზე.

კომენტარები