"ქვეყანას არაკომპეტენტური,უპასუხისმგებლო და საკუთარი თოჯინებით მოთამაშე ადამიანი მართავს",- ასე შეაფასა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
"მთელი საქართველო და მთელი საზოგადოება ვიხდით ძალიან მძიმე ფასს და ჩვენ მომავალს ვაყენებთ დიდი რისკის ქვეშ, იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანას მართავს ერთი მდიდარი მილიარდელი, სრულიად უპასუხისმგებლო, არაკომპეტენტური და საკუთარი თოჯინებით მოთამაშე. ჩვენ ვხედავთ ამ თოჯინებს შორის ინტრიგებს, ამ კაცის გართობას საკუთარი თოჯინებით და ამ ყველაფერს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა ეწირება"- განაცხადა ბოკერიამ რუსთავი 2-თან საუბრისას.
სამთავრობო ცვლილებები
გიგა ბოკერია: ქვეყანას არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო ადამიანი მართავს

Giga Bokeria
Tabula




