სამთავრობო ცვლილებები

ბერძენიშვილი: პრეზიდენტი ხელს ხან აწერს მეშვიდე წუთზე, ხან აწერს მეშვიდე დღეს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი მთავრობის წარდგენაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციით აქვს ამის უფლება და ის მთავრობის ახალ შემადგენლობას ხელს "ხან აწერს მეშვიდე წუთზე, ხან აწერს მეშვიდე დღეს".

"პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლება. მას აქვს კონსტიტუციით ეს უფლება. ხან აწერს მეშვიდე წუთზე, ხან აწერს მეშვიდე დღეს. კანდიდატურებზე კონსულტაციები იყო კოალიციაში, მმართველ პოლიტიკურ ძალაში. მთავრობის და პოლიტიკური ძალების შეთანხმებული კანდიდატურები გაეგზავნა პრეზიდენტს", - თქვა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თავდაცვის, გარემოს დაცვის, სპორტის მინისტრობის კანდიდატებად თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი დაასახელა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერა ერთი კვირით გადადო. მისი თქმით, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაბალანსებული გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში უნდა მიიღოს.

კომენტარები