ცვლილებები მთავრობაში

საგანელიძე: არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობაში ცვლილებები მოხდეს

fb/DavidSaganelidzeOfficial

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე არ გამორიცხავს, რომ 2014 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობაში ცვლილებები მოხდეს. მისი თქმით, ეს ცვლილებები აუცილებელიც არის.

"მე არ მაქვს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ცვლილებები მოხდეს. მიმაჩნია, რომ ეს, ალბათ, აუციელებელიც არის, ახალი სისხლი, ახალი ენერგია საჭიროა ყოველთვის და როტაცია აუცილებელია, მაგრამ ეს ხშირი არ უნდა იყოს. ეს სწორია, როცა ხდება, ვთქვათ, ორ წელიწადში", - თქვა საგანელიძემ.

საგანელიძის თქმით, პრემიერის გადასაწყვეტია, მოხდება თუ არა ცვლილებები მთავრობაში.

"მაქვს ჩემი შეხედულებები, თუ რომელი მიმართულებით უნდა მოხდეს ცვლილებები, თუმცა ეს პრემიერის გადასაწყვეტია. აქედან გამომდინარე, ჩემი შეხედულებების ღიად დაფიქსირება ვფიქრობ, რომ არ იქნება მართებული, თუმცა, თუ ცვლილებები დაიგეგმება, გუნდი შეჯერდება რომელ უწყებაში ან რომელ სფეროში უნდა მოხდეს ცვლილება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება მოხდება", - აღნიშნა საგანელიძემ.

კომენტარები