სამთავრობო ცვლილებები

საგანელიძე: 100%-იანი სიზუსტით გეუბნებით, რომ ღარიბაშვილი იქნება პრემიერი

მინდა გითხრათ 100%-იანი სიზუსტით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ქვეყნის პრემიერმინისტრი, შესაბამისად, ირაკლი წარმოადგენს ახალი მთავრობის შემადგენლობას. ბუნებრივია, ორი ახალი მინისტრი გვეყოლება და რაც შეეხება სხვა მინისტრებთან დაკავშირებით, მე არ ვიცი, გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს თუ არა პრემიერი. ალბათ, ეს მალე გამოჩნდება, თუმცა ორი ნამდვილად იქნება ახალი. შესაბამისად, უკვე ამ შემადგენლობას წარმოადგენს პრეზიდენტი, რომელიც ფორმალური მხარეა კონსტიტუციაში და რაც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. 

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ.

კომენტარები