მიხეილ სააკაშვილის საქმე

წიკლაური: სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა საქართველოს იმიჯს აზიანებს

ტაბულა

სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა საქართველოს იმიჯს აზიანებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

წიკლაური მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანის პროკურატურას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება და ექსტრადირება მოსთხოვა, თუმცა, პასუხი არ მიუღია.

"უკვე სამარცხვინო ხდება ქართული სახელმწიფოს მხრიდან და საქართველოს პრესტიჟის დამაზიანებელი ასეთი განცხადებების გაკეთება. პრაქტიკულად ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან საქართველოს აქვს კონფლიქტი ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს მოთხოვნა თუ რამეს აკეთებს, არის ის, რომ აზიანებს ქვეყნის პრესტიჟს. ხოლო გადმოცემა არ მოხდება არც აზერბაიჯანის და არც რომელიმე სხვა ქვეყნის მხრიდან, რომელსაც ოდნავ მაინც აქვს საკუთარი ქვეყნის პატივისცემა", - განაცხადა წიკლაურმა.

წიკლაურის თქმით, ყველასათვის ცნობილია, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება პოლიტიკური მიზნით.

"საქართველოს პროკურატურას მოვუწოდებ, შეწყვიტოს ასეთი მოთხოვნების გაგზავნა, რომელიც უკიდურესად აზიანებს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა წიკლაურმა.

კომენტარები