სამთავრობო ცვლილებები

დღეს, 12:00-ზე სპორტის სამინისტროში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება

ლევან ყიფიანი
msy.gov.ge

დღეს, 12:00-ზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება. რა იქნება პრესკონფერენციის თემა, ამას პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ყიფიანი თანამდებობას ტოვებს. თუ სპორტის მინისტრიც გადადგა, მთავრობას პარლამენტისგან ნდობის ხელახალი გამოცხადება დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ, ლევან ყიფიანი აცხადებდა, რომ მის გადაყენებას არავინ აპირებს და თავად ჩვეულებრივ განაგრძობს მუშაობას.

როგორც ცნობილია, ყიფიანის მუშაობით უკმაყოფილოა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტი.

კომენტარები