საგარეო ფაქტორები გაუმჯობესდა, განსაკუთრებით, რუსეთში, მხოლოდ ამ ერთი თვის განმალობაში ვალუტა გამყარდა 20 პროცენტით... მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედათ, რომ ლარი კვლავ განაგრძობს დევალვაციას. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ვალუტის შემოდინებაში. ჯერ ერთი, უნდა ვთქვათ, რომ ფულის მასა არ გაზრდილა, ეროვნული ბანკის როლი აქ გამორიცხულია, იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფულის მასა სტაბილურად ერთი და იგივე მოცულობით არის წარმოდგენილი და ბოლო ორ დღეში მან პირიქით იკლო. ე. ი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ფუნდამენტური მიზეზები, რაც იყო, არ გამოსწორებულა, ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლების სახით. და მეორე, რომ ქვეყნიდან ალბათ ხდება ფულს გადინება, არა მხოლოდ ფულის შემოდინებაში არის პრობლემა, არამედ ფული გადის, ვგულისხმობ, არამ მხოლოდ იმპორტის დასაფინანსებლად... შესაძლოა, ეს იყოს ინვესტიციების გატანა.
tbl.ge/7tz
დაკოპირდა

ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე ტელეკომპანიას რუსთავი 2-ის ეთერში, ლარის მორიგი გაუფასურების მიზეზების შესახებ.
ამავე თემაზე
- ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 1 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები
- ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 24 ივნისის ვაჭრობის შედეგები
- ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა – 1 ივნისის ვაჭრობის შედეგები
- ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 3.10 თეთრამდე გაძვირდა, ევროსი – 3.34-მდე
- ლარი დოლართან 8.3 თეთრით გამყარდა, ევროსთან – 7.5 თეთრით




