ქრთამის აღება

ქრთამის აღების ბრალდებით N3 ციხის უფროსი ინსპექტორ-იურისტი დააკავეს

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #3 დაწესებულების უფროსი ინსპექტორ-იურისტი გურამ სურმანიძე დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ სურმანიძე, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულებაში პატიმრისთვის გადასაცემად მობილური ტელეფონის ორ ცალ სიმ-ბარათს შეიტანდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით) მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები