ქრთამის აღება

ტყეში საკემპინგე ადგილის მოწყობად $1 400 ქრთამი მოითხოვა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქრთამის აღების ფაქტზე, ააიპ გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით იღებდა ქრთამს.

დაკავებულმა პირმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, ტყის მასივში შესაბამისი ნებართვის გარეშე საკემპინგე ადგილის მოწყობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ფულადი თანხა 1 400 აშშ დოლარის ოდენობით.

ბრალდებული დაკავებულ იქნა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის აღებისთანავე, ხოლო ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით". - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები