კრიმინალი

შსს-მ 11 შეკვრა ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ლელა ლ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფოთში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 1 შეკვრად დაფასოებული, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 10 შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 2,0872 გრ ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 0,87566 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები