თვითმკვლელობამდე მიყვანა

მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან 14 წლის მოზარდი გადახტა

metro.us

მუხიანის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან 14 წლის მოზარდი გადახტა. როგორც ინტერპრესნიუსს თვითმხილველებმა განუცხადეს, ამ ფაქტის შემდეგ მოზარდის მამამ თოფით სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თვითმხილველებმა ინტერპრესნიუსს უთხრეს, რომ ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, თუმცა შსს-ში აცხადებენ, რომ მოზარდი უმძიმეს მდგომარეობაში იაშვილის კლინიკაში იმყოფება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები