პანკისის ხეობა

შსს-მ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დაკითხა

netgazeti.ge

შინაგან საქმეთა სამინიტროში დღეს, სირიაში პანკისელი ახალგაზრდების გამგზავრების საქმეზე, რამდენიმე საათის განმავლობაში კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელ გელა მთივლშვილს კითხავდნენ.

"გამოძიება არა მხოლოდ მუსლიმ კუშტანაშვილისა და რამზან ბაღაკაშვილის წასვლის საქმეს იძიებს, არამედ ზოგადად ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გადინების საკითხსაც. მე მათ მივაწოდე ინფორმაცია ამ თემაზე, თუმცა წყარო არ დავასახელე,"-განაცხადა მთივლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაკითვიდან გამოსვლის შემდეგ.

გელა მთივლიშვილის თქმით, მან სამართალდამცველებს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებაც, რომ არ გამორიცხავს კონტრტერორისტული დეპარამენტის წარმომადგენლების თანამშრომლობას იმ ტერორისტულ დაჯგუფებებთან, რომლებსაც ახალგაზრდები სირიაში გაყავთ.მისი თქმით, იგი ამ საქმია გამომძიებელს უნდობლობას უცხადებს, რადგან მანამდე ის წარმოშობით დაღესტნელი მიკაელ კადიევის საქმეს იძიებდა, რომლსაც, მთივლშვილის თქმით, იარაღი ჩაუდეს. 

მან ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცველებს აცნობა მომავალში პანკისის ხეობიდან ქალების გაყვანის შესაძლო მცდელობაზეც. როგორც მთივლიშვილი განმარტავს, ამისათვის შესაბამისი ჯგუფები უკვე საბუთებსაც ამზადებენ.

კომენტარები