ეს არის საბოტაჟის კლასიკური გამოვლინება. ისინი თბილისის პარლამენტში საქმიანობაზე უარს აცხადებენ და ხელფასებს კი იღებენ. ამას ამართლებენ იმით, რომ ქუთაისის პარლამენტში უნდა იმუშაონ. ქუთაისში ვართ, ზიან დარბაზში, არანაირ ტექნიკურ შეფერხებას არ აქვს ადგილი და ეწევიან საბოტაჟის საქმიანობას. წარმოგიდგენიათ, თუ რას იზამს ეს ხალხი თავისი გავლენის ქვეშ მყოფი პირების მიმართ. რა დავალებებსა თუ ინსტრუქციებს მისცემენ ღია თუ ფარული მოქმედებების განხორციელების სახით.
tbl.ge/s4f
დაკოპირდა

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღევანდელი პლენარული სხდომის ჩაშლაზე. ენმ-ის აღმასრულებელი მდივნის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელი კახაბერ ნაკანი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია და პლენარულ სხდომაზე არდასწრება პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
ამავე თემაზე
- შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ




