ზურაბ ადეიშვილის საქმე

ბობოხიძე: მოწვეული პროკურორებისთვის გადახდილი მილიონები წყალში გადაყრილია

ადეიშვილის ამოღება ინტერპოლის ცირკულარიდან კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ გადახდილი მილიონები ე.წ. მოწვეული პროკურორებისთვის, არის წყალში გადაყრილი ფული. მათი დასკვნები მუშაობს მხოლოდ დროებით შიდა მოხმარებისთვის, საქართველოს მოსახლეობასთან და, ბუნებრივია, მოსალოდნელიც იყო, რომ ვერ იმუშავებდა საერთაშორისო სამართლის წინაშე. ამიტომ, მე ქართულ ოცნებას მოვუწოდებ, თავი დაანებოს პოლიტიკურ დევნას, თავი დაანებოს მილიონების გადაყრას იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას დაუდასტუროს თავისი აზრი - ყოფილი ხელისუფლების მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის დევნის კანონიერება და შეუდგეს ქვეყნის პრობლემებზე ზრუნვას.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ.

კომენტარები