შეწყალება

სააღდგომოდ პრეზიდენტმა 78 მსჯავრდებული შეიწყალა

ტაბულა

სააღდგომოდ პრეზიდენტმა 78 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ გაავრცელა.

შეწყალებული პატიმრებიდან 57 დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ხოლო დანარჩენ 21-ს სასჯელი შეუმცირდა.

ჯამში შეწყალების კომისიამ 460 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.

კომენტარები