პენტაგონი

პენტაგონი ბალტიის ზღვის თავზე რუსეთის საჰაერო ძალების მანევრებმა აღაშფოთა

unian.info

პენტაგონმა პროტესტი გამოთქვა ბალტიის ზღვის თავზე ამერიკულ მზვერავ თვითმფრინავთან რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიახლოების გამო და განაცხადა, რომ ამ ინციდენტმა შესაძლოა ორი ქვეყნის ურთიერთობა გაართულოს.

ამერიკის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა რუსი სამხედროების ქმედებებს არაპროფესიული უწოდა და აღნიშნა, რომ მათ საფრთხე თვითმფრინავის ეკიპაჟს შეუქმნეს.

ინციდენტი 7 აპრილს მოხდა, როდესაც ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში მყოფ ამერიკულ RC 135 ტიპის თვითმფრინავს რუსული სუ-27 ტიპის გამანადგურებელი მიუახლოვდა და კურსის შეცვლას აიძულებდა. რუსული გამანადგურებელი ამერიკულ თვითმფრინავს 6 მეტრზე მიუახლოვდა.  

კომენტარები