პენტაგონი

პენტაგონი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ გამოძიებას აწარმოებდა

unian.info

პენტაგონმა აღიარა, რომ 5 წლის მანძილზე გასაიდუმლოებულ გამოძიებას აწარმოებდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ, რომელიც 2012 წელს დასრულდა.

გავრცელებული ცნობით პროგრამას პრიორიტეტების გადაფასების შემდეგ დაფინანსება შეუწყვიტეს.

პროგრამა, რომელიც 2007-დან 2012 წლამდე მუშაობდა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების დაფიქსირების გამოძიებით იყო დაკავებული აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 22 მილიონი აშშ დოლარით ფინანსდებოდა.

ჟურნალისტური გამოძიებების გამოქვეყნების შემდეგ პენტაგონმა აღიარა, რომ "განვითარებული საავიაციო საფრთხის იდენტიფიცირების პროგრამა" 2012 წლამდე მართლაც არსებობდა.

"განისაზღვრა, რომ უფრო პრიორიტეტული საკითხებიც არსებობოდა და თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად ცვილება იყო საჭირო." განაცხადა პროექტის დასრულების მიზეზებზე საუბრისას პენტაგონის სპიკერმა.

კომენტარები