იტალია

მილანის სასამართლოში მოპასუხემ მოსამართლე და მოწმე მოკლა

metro.us

ორი ადამიანი დაიღუპა იტალიის ქალაქ მილანში სასამართლოს შენობაში სროლის შედეგად. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი გაკოტრების საქმეზე მოპასუხემ სასამართლო პროცესის დროს გახსნა.

მეწარმე კლაუდიო ჯარდიელომ მოსამართლე და მოწმე მოკლა და კიდევ ერთი მოწმის მოკვლას შეეცადა.

სამართალდამცველებმა ალყა შემოარტყეს სასამართლოს შენობას, რომლის შიგნითაც, სავარაუდოდ, დამნაშავე იმალება.

შენობაში მყოფი ყველა ადამიანი ევაკუირებულია. 

კომენტარები