კრიზისი უკრაინაში

კიევი საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანას ითხოვს

dailystormer.com

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში გაეროს სამშვიდობო ძალების გამოგზავნის შანსები ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ კიევში პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს, რასაც რუსეთის თანხმობაც დასჭირდება. ამ საკითხზე მოლაპარაკებას ნორმანდიის ფორმატში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს.

"დღეს უკვე ყველას ესმის, რომ სამშვიდობო ძალები კონფლიქტის დეესკალაციის საუკეთესო გზაა. მინდა ხაზი გავუსვა - დეესკალაციის, და არა გაყინვის. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პარიზში მიემგზავრება, სადაც ჩემი სახელით ნორმანდიის ფორმატში მოლაპარაკებას გამართავს, რომლის მთავარი საკითხი უკრაინაში სამშვიდობო ძალების განლაგება იქნება", - განაცხადა პოროშენკომ.

მანამდე აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებულ მშვიდობისმყოფელთა შეყვანის მიზანშეწონილობაზე განცხადება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ილკა კანერვამ გააკეთა. ამის საბაბი მარიუპოლის მახლობლად მომხდარი ინციდენტი გახდა, როდესაც ეუთოს დამკვირვებლების მისამართით რუსმა ინტერვენტებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს.

კომენტარები