კიბერთავდასხმა

რუსმა ჰაკერებმა ბარაკ ობამას კომპიუტერულ ქსელში შეაღწიეს

AP

რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, კომპიუტერულ ქსელზე კიბერთავდასხმა მოაწყვეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც თანამშრომლების ელექტრონულ ფოსტაზე წვდომა მიიღეს, ჰაკერებმა სახელმწიფო დეპარტამენტის საშუალებით უკვე ობამას კომპიუტერულ ქსელში შეღწევაც მოახერხეს.

საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ჰაკერებმა ინფორმაცია ობამას არაფორმალური გრაფიკის შესახებ მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ობამამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც კიბერშეტევებში ეჭვმიტანილი პირების მიმართ სანქციები დაწესდება. აშშ ასეთი პირების საბანკო ანგარიშებს გაყინავს.

კომენტარები