რეგისტრაციისა და ჩასხდომის სისტემებზე კიბერთავდასხმამ ლონდონის ჰითროუს აეროპორტში, ბრიუსელისა და ბერლინის აეროპორტებში შეფერხებები გამოიწვია.
საავიაციო მონიტორინგის სერვისის, Cirium-ის მიხედვით, კიბერთავდასხმის შედეგად მსხვილ აეროპორტებში ფრენების ნაწილი გადაიდო და გაუქმდა. ჰითროუს, ბერლინისა და ბრიუსელის აეროპორტებმა ამ ეტაპზე 29 ფრენა გააუქმეს.
ჰითროუს აეროპორტის განცხადებით, საავიაციო და თავდაცვის ტექნოლოგიების კომპანია, Collins Aerospace-ს, რომელიც მსოფლიოს გარშემო აეროპორტებს ტექნიკურ მომსახურებას აწვდის, ტექნიკური ხარვეზები აქვს.
Collins Aerospace-ის მფლობელი კომპანია, RTX აცხადებს, რომ მათ პროგრამულ უზრუნველყოფაში ტექნიკური შეფერხების შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა დეტალები არ დაუსახელებიათ.
RTX-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხარვეზის კლიენტთა რეგისტრაციას და ბარგის მიღებას შეეხება და პრობლემას მაქსიმალურად სწრაფად მოაგვარებენ.
მოგვიანებით, დუბლინის აეროპორტმაც განაცხადა, რომ ირლანდიაში კორკის აეროპორტთან ერთად ამ პრობლემამ მცირე ხარვეზები გამოიწვია.





