კიბერთავდასხმა

OC Media-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

OC Media-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, რამაც მათი ვებსაიტი მწყობრიდან გამოიყვანა. საიტზე ათასობით ყალბი ანგარიშიდან შესვლის მცდელობის შედეგად ვებსაიტი საათის განმავლობაში მიუწვდომელი იყო. ხუთშაბათს საღამოს OC Media'ს ტექნიკურმა გუნდმა გადაჭრა პრობლემა და შეტევა დაბლოკა. 

ონლაინ გამოცემის წარმომადგენლები თავდასხმას მათ მიერ ყარაბაღის კონფლიქტის გაშუქებას უკავშირებენ.

"27 სექტემბერს ყარაბაღის ომის დაწყების შემდეგ, რამდენიმე ვებსაიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში, მათ შორის სახელმწიფო სააგენტოების და ახალი ამბების საიტები, კიბერთავდასხმების სამიზნე გახდა." - წერია განცხადებაში, რომელიც OC Media-მ გაავრცელა. 

OC Media-ს ინგლისურენოვანი სერვისის მთავარი რედაქტორი რობინ ფაბრო აცხადებს, რომ თავდასხმის დრო მიანიშნებს, რომ ეს დაკავშირებულია ომთან. 

"ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, დავრჩენილიყავით მიუკერძოებლები ომის გაშუქებაში, სწორად წარმოგვეჩინა ორივე მხარის პოზიციები, რაც ყოველთვის პოპულარული არ არის. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებდით და წინ წამოვწევდით ისეთ ხმებს, რომლებიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებდა და ითვალისწინებდა ყველა დაზარალებულის უფლებებს. ეს პოზიცია ბევრისთვის წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა." - ამბობს ის. 

კომენტარები