იარაღის ტარებაზე კონტროლი

ხმალაძე: იარაღის ტარებაზე კონტროლი პოლიციელებზე თავდასხმებთან კავშირში არაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე პოლიციელებზე თავდასხმების ფაქტებსა და იარაღის ტარების გამკაცრების შესახებ იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტს შორის კავშირს ვერ ხედავს.

"იარაღის ტარების უფლება ამ პირს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, არც დღეს არ აქვს და არც ხვალ არ ექნება და ეს არანაირად არ არის დაკავშირებული ამ წარმოდგენილ კანონპროექტთან", - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი ვახტანგ ხმალაძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეთავაზებულ კანონპროექტს იარაღის ტარებაზე კონტროლის გამკაცრების შესახებ.

ხმალაძის თქმით, შემოთავაზებული კანონპროექტის არცერთი ნორმა პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტს არ ეხება.

"არცერთი ნორმა იმ შემოთავაზებული კანონპროექტისა, არანაირ შეხებაში არ არის იმ პირის მოქმედებასთან, ვინც ამ პოლიციელებზე თავდასხმა განახორციელა", - განაცხადა დეპუტატმა.

წულუკიანმა დღეს სწორედ კანონპროექტის განხილვის გაჭიანურება დაასახელა პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტების გახშირების ერთ-ერთ მიზეზად. მისი თქმით, ეს პროექტი პარლამენტში ერთი წლის წინ წარადგინა, თუმცა მისი განხილვა ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

კომენტარები