იარაღის ტარებაზე კონტროლი

საქართველოში იარაღის ტარებაზე კონტროლი მკაცრდება

საქართველოში იარაღის ტარებაზე კონტროლი მკაცრდება. შესაბამის კანონში ცვლილების შეტანის საკითხის დღეს ერთდროულად რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტში განიხილავენ. გავრცელებული ინფორმაციით, გაიზრდება იარაღის უკანონო ტარებაზე ჯარიმა და იმატებს იმ პირთა ასაკიც, ვისაც იარაღის შეძენა შეუძლია.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიგი წერეთლის თქმით, მაშინ, როდესაც კრიმინალის დონე იზრდება, მსგავსი ცვლილებები საჭიროა, თუმცა ეს არ არის საკმარისი კრიმინალის შესამცირებად.

“იმ პირობებში, როცა კრიმინალი იზრდება და მთავრობა კი ამბობს, რომ არ იზრდება, მაგრამ  რეალურად ბევრი დანაშაული ხდება, მათ შორის, იარაღის გამოყენებით, საჭიროა ალბათ ესეთი ზომები, ოღონდ ეს არ არის მხოლოდ ის მეთოდი, რომლითაც შეიძლება უშველო კრიმინალის ზრდას. ამისთვის გაცილებით უფრო პროფესიონალური ზომების მიღებაა საჭირო”, - ამბობს წერეთელი.

კომენტარები