რეკლამა

დეველოპერულმა კომპანია m2-მა თბილისში 100 ძირი ნერგი დარგო

m2

დეველოპერულმა კომპანიამ mუძრავი ქონება დღეს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მხატვრების დასახლების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე 100 ძირი ნერგი დარგო.

m²-მა ნერგების სახეობები ადგილობრივი რელიეფისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დენდროლოგის რეკომენდაციით და ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურთან შეთანხმებით შეარჩია. m²-ის გამწვანების აქციის ფარგლებში დაირგო: კედრის, ელდარის ფიჭვის, კვიპაროსის, იასამნისა და იფნის ნერგები. გამწვანების აქციაში და ნერგების დარგვაში მონაწილეობდნენ კომპანიის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

"მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერული კომპანია ერთი წლის განმავლობაში ნარგავების მოვლა-პატრონობას დააფინასებს, ნარგავების მოვლას კი  პროფესიონალი აგრონომები განახორციელებენ. m² უძრავი ქონების მიზანია, ყველა მიმდინარე და სამომავლო დეველოპერული პროექტების ფარგლებში, იზრუნოს მოსახლეობისთვის კომფორტული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. შესაბამისად, მისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია ზრუნავს: გარემოს დაცვაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე და ადგილობრივი საგანმანათლებლო კერების მხარდაჭერაზე", - აცხადებს დეველოპერული კომპანია m² უძრავი ქონება.

კომენტარები