დავით ნარმანია საკრებულოში მომავალ კვირას მივა. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს თავად განაცხადა. ნარმანიამ თქვა, რომ საკრებულოს წინაშე ანგარიშით ის აუცილებლად წარდგება, კონკრეტული თარიღი კი, საკრებულოსთან კონსულტაციის საფუძველზე უახლოეს მომავალში დაზუსტდება.
თბილისის მერის საკრებულოში მისვლას საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები ითხოვენ. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 24 მარტს ფრაქციების გაერთიანებული სხდომაც გამართა, თუმცა დავით ნარმანია არ მივიდა და განაცხადა, რომ მას ამით არანაირი ვალდებულება არ დაურღვევია. როგორც თბილისის მერმა მაშინ აღნიშნა, "ენმ-ის დაძახილზე საკრებულოში არ მივდივარ". მანვე განმარტა, რომ აპრილის დასაწყისში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკრებულოს წინაშე ისედაც წარდგება.
"ასე რომ, თუ რამე კითხვები აქვთ, შეუძლიათ დასვან, როცა მივალ საკრებულოში", - განაცხადა ნარმანიამ 24 მარტს.





