ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქართველოს მსხვილ ავტოდილერებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი გააცნო, რომლის მიხედვითაც პირველი აპრილიდან ავტოდილერები გათავისუფლდებიან სხვადასახვა სახის ჯარიმებისა და მოსაკრებლებისგან. ფინანსთა სამინისტრო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში გადაუგზავნის.
პროექტის თანახმად, საქართველოშუ პირველ აპრილამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტოს აშუალების მფლობელი გათავისუფლდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმებისგან, თუ იგი მიმდინარე წლის პირველ სექტემბრამდე უზრუნველყოფს მის გაფორმებას. ამ რეგულაციით სახელმწიფო ავტომობილის ღირებულების სულ მცირე 1000 ლარით გაიაფებას ვარაუდობს, რაც ამ ავტომობილის გაყიდვის ალბათობას ზრდის. ამას გარდა საქართველოში ავტომობილის საფასაურის გარეშე ყოფნის 45 დღიანი ვადა გაიზრდება 60 დღემდე, ასევე გაუქმდება დაჯარიმება ამ ვადიდან 90 დღემდე გამოუცხადებლობისთვის. ცვლილებების თანახმად თუკი იმპორტიორმა 90 დღის განმავლობაშიც ვერ მოახერხა გაყიდვა, მარტივდება საბაჟო საწყობის რეჟიმში ავტომობილების განთავსების პირობები.
ავტოდილეერბს 2014 წლის მეორე ნახევრდიან ავტომობილების რეალიზება გაურთულდათ, რისი მთავარი მიზეზიც აზერბაიჯანის მიერ ავტოიმპორტზე ახალი რეგულაციების დაწესებაა. აზერბაიჯანში 2006 წლამდე წარმოებული ავტომობილების შეყვანა აიკრძალა, რეგულაციების დაწესების შემდეგ საქართველოს ავტოექსპორტი 150 მილიონი დოლარით შემცირდა. დილერებმა ის ავტომობილები, რომლებიც უცხოეთში ვერ გაყიდეს გასაყიდად ადგილობრივ ბაზარზე დატოვეს, მაგრამ იმის გამო, რომ ქართულ ბაზარზე უცხოეთში გაუყიდავი ავტომობილების დიდი რაოდენობა დაგროვდა, ისინი ვერც ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდა.
კითხვაზე მუშაობს თუ არა სახელმწიფო დილერებისთვის ახალი ბაზრების მოძიებაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ ახალი ბაზრები არა სახელმწიფომ არამედ თავად დილერებმა უნდა მოიძიონ.
ავტოექსპორტი საქართევლოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, მისმა შემციერებამ ქვეყნის ეკონომიკაზე კონკრეტულასდ კი უცხოური ვალუტის შემოდინებაზე უარყოფითი ეფექტი იქნონია, რაც ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს.





