ნეპოტიზმი

თავდაცვის მინისტრის მრჩევლად ლუკა კურტანიძის მეუღლე დაინიშნა

ლუკა კურტანიძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ახალი მრჩეველი ჰყავს. მინდია ჯანელიძის ერთ-ერთი მრჩევლის თანამდებობაზე დეპუტატ ლუკა კურტანიძის მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე დაინიშნა. ის პიარის კუთხით იმუშავებს. როგორც მიქაცაძემ ინტერპრესნიუსს განუცხადა, უწყებაში მუშაობა მარტიდან დაიწყო. 

"ინფორმაციას ვადასტურებ. მიმდინარე თვიდან დავიწყე მუშაობა მინისტრის მრჩევლად", - თქვა მაქაცაძემ და უარყო მოსაზრება, რომ თანამდებობაზე ლუკა კურტანიძის დახმარებით დაინიშნა.

"იმისთვის, რომ ვიღაცას წარმოდგენა არ შეექმნას, თითქოს არსად არ მიმუშავია და თავდაცვის სამინისტროში უცბად გავჩნდი, მინდა განვმარტო, რომ წლების წინ დავიწყე მუშაობა: ჯერ იყო ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსი, მერე ჩაჩავას სამეცნიერო კვევითი ცენტრი, სადაც პიარის ხელმძღვანელი ვიყავი, ამის მერე ვმუშაობდი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატში, იყო ფინანსთა სამინისტრო, იყო "ფლაი ჯორჯია", "ზედაზენი", სადაც ასევე პიარის ხელმძღვანელად ვმუშაობდი და ა.შ. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, მე და ლუკა წელიწადნახევრის წინ დავქორწინდით, მე კი საქმიანობაში 1996 წლიდან, აქტიურად ვარ ჩართული", - აღნიშნა მაქაცაძემ. 

კომენტარები