ე.წ კაბელების საქმე

ალასანია მისთვის ბრალის წარდგენაზე: ივანიშვილს არ ეყოფა ამის გამბედაობა

ივანიშვილს არ ეყოფა გამბედაობა ეს გააკეთოს. მას უნდოდა ამის გაკეთება, იმიტომაც დაავალა ჯერ კიდევ აგვისტოში პროკურატურას, რომ ჩემს წინააღმდეგ შეეთითხნათ საქმე, იმის მერე რაც კი დოკუმენტაცია არსებობს თავდაცვის სამინისტროში, ყველაფერი არის წაღებული პროკურატურაში. ვერაფერი იპოვნეს, ვერც იპოვნიან რაც არ არის. მე არ მგონია მას გამბედაობა ეყოს ეს ნაბიჯი გადადგას

განაცხადა ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში, თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, კითხვაზე, ხომ არ ელის ის, რომ ე.წ კაბელების საქმის გამოძიება შესაძლოა მის კვალსაც დაადგეს

კომენტარები