ე.წ კაბელების საქმე

ე.წ. კაბელების საქმის მასალების ჩაბარება ურთიერთბრალდების ფონზე მიმდინარეობდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ე.წ კაბელების საქმეზე ადვოკატებმა და პროკურორმა საქმის მასალები სასამართლოს ჩააბარეს. პროცესი ურთიერთბრალდების ფონზე მიმდინარეობდა. ადვოკატების თქმით, პროკურორი მათ ცარიელ ოქმზე ხელის მოწერას სთხოვდა. ბრალდების მხარე კი ირწმუნება, რომ ის არა ოქმზე, არამედ იმ მტკიცებულებათა ნუსხაზე ითხოვდა ხელისმოწერას, რომელებიც ადვოკატებს გუშინ სრულად გადაეცათ.

ადვოკატების თქმით, პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ბრალდების მხარემ გუშინ 2 დამატებითი ექსპერტიზა დანიშნა. პროკურორი კი ამბობს, რომ დამატებითი შესწავლის მიზეზი დაცვის მხარის მიერ მიწოდებული მასალები გახდა.

ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების წინასასამართლო სხდომა 1 აპრილს გაიმართება.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 28 ოქტომბერს დააკავა. მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.

კომენტარები