თბილისის მერი

ნარმანია: ენმ-ის დაძახილზე მე საკრებულოში არ მივდივარ

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, მას არანაირი ვალდებულება არ დაურღვევია, როდესაც არ დაესწრო საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის სხდომას.

“ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილება საყოველთაოდ ცნობილია, რომ მათ დაძახილზე მე საკრებულოში არ მივდივარ. მეორე მხრივ, მე არ მავალდებულებს კანონი, რომ აუცილებლად ყველა ასეთ დაძახილზე და ყველა ასეთ შემთხვევაში მივიდე საკრებულოში. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში, ანუ აპრილის დასაწყისში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკრებულოს წინაშე ისედაც წარვსდგები. ასე რომ, თუ რამე კითხვები აქვთ, შეუძლიათ დასვან, როცა მივალ საკრებულოში“, - განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე თბილისის მერი დავით ნარმანია იყო მიწვეული, თუმცა ის არ გამოცხადდა.  

კომენტარები