უვიზო მიმოსვლა

ევროკომისიის წარმომადგენელი: უკრაინა რიგის სამიტზე უვიზო მიმოსვლას ვერ მიიღებს

უკრაინა რიგის სამიტზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ვერ მიიღებს, ამის შესახებ უკრაინაში ევროკომისიის წარმომადგენელმა იან ტომბინსკიმ განაცხადა. მან ეს დროის სიმცირით ახსნა. ამავე დროს, ტომბინსკის თქმით, მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება და საბოლოო მიზანი უვიზო მიმოსვლაზე გადასვლაა.  

რამდენიმე დღის წინ პოლონეთის რადიომ, რიგის სამიტის დეკლარაციის პროექტზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ იგეგმება. რადიო თავისუფლება კი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ უკრაინა სამიტზე უვიზო რეჟიმს ვერ მიიღებს, ხოლო საქართველოს შანსები 50/50-ზეა. რიგის სამიტი მაისის ბოლოს გაიმართება. 

კომენტარები