რუსეთ-საქართველო

ივანიშვილი აბაშიძე-კარასინის ფორმატზე: დიდი ვერა, რაღაც ეფექტურობა მივიღეთ

ტაბულა

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას "ძალიან სამწუხარო" უწოდა. მისი შეფასებით, გრძელდება ანექსიის გაღრმავების პროცესი, თუმცა, "ხელისუფლება აკეთებს ყველაფერ იმას, რაც შეუძლია".

"აქაც სწორად უნდა შეაფასოთ, ჩემი აზრით, როგორც სამუშაო ადგილებსა და ეკონომიკაზე... რაც შეუძლია მთავრობას და ვერ აკეთებს, იქ უნდა გააკრიტიკოთ. რაც არ შეუძლია და ამის კარგი მაგალითი გვაქვს... რაც არ შეეძლო და შარვლიდან რომ ხტებოდა სააკაშვილი, მივიღეთ კატასტროფა 2008 წელს. დღეს რაც შეუძლია, ჩემი აზრით, ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება. საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მაქსიმალურად ახერხებს, რომ ჩვენ სიტუაცია... იმ დონეზე მაინც, რომ არაღიარების პროცესი და ასე შემდგომ, სხვა დანარჩენი რაც შეიძლება, გავაკეთოთ ხმამაღლა და რაც შეიძლება, მაღლა ავწიოთ ეს თემა. დავიხმაროთ საერთაშორისო თანამეგობრობა და ამის გასაღები ადრეც მითქვამს და დღესაც ვიმეორებ, ჩვენ უნდა ავაშენოთ ძალიან საინტერესო, დემოკრატიული სახელწიფო, და ვერსად ვერ წავა, ვერსად ვერ წაიღებს რუსეთი, ვერსად ვერ წაიღებს ვერც ჩვენს ტერიტორიას, რომელსაც უწოდებენ სამხრეთ ოსეთს და ვერც აფხაზეთს. ვერსადაც ვერ წაიღებს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ საინტერესო სახელმწიფო ავაშენოთ და ჩვენს ძმებს გაუჩნდეთ სურვილი ჩვენთან თანაცხოვრების", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის თქმითვე, მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატი არის საინტერესო. მისი თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატისგან "რაღაც ეფექტურობა მივიღეთ".

"უნდა შევეცადოთ, მხოლოდ მოლაპარაკების და მხოლოდ ამ გზით დავალაგოთ ყველა პრობლემა და ამით მოვახერხოთ. აბაშიძე-კარასინის შეხვედრებით დიდი ეფექტურობა ვერ მივიღეთ, მაგრამ რაღაც ეფექტურობა მივიღეთ და მომავლისთვის უნდა ვეცადოთ, რომ ეფექტურობა გაიზარდოს და და არა - მოლაპარაკება შევწყვიტოთ და ტანკები დავქოქოთ. ამაზე არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ისეთ ფორმატში გადავიყვანოთ მოლაპარაკებები, რომ შედეგი მივიღოთ რაც შეიძლება მეტი", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები