უვიზო მიმოსვლა

DW: საქართველოს აქვს შანსი სავიზო შეთანხმება მაისში გააფორმოს

მაისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას აქვთ შანსი, ევროკავშირთან სავიზო შეთანხმება გააფორმონ, ამის შესახებ Deutsche Welle ევროკომისიიდან წყაროებმა აცნობეს.

წყაროების ცნობით, ამისთვის თბილისსა და კიევს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება მოუწევთ. ევროკომისიაში არ აზუსტებენ, არის თუ არა საუბარი სავიზო რეჟიმის სრულ გაუქმებაზე.

საქართველო ბრიუსელთან ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებას რამდენიმე წელია, აწარმოებს. თბილისში იმედს გამოთქვამენ, რომ გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შესახებ რიგის სამიტზე იქნება მიღებული.

კომენტარები