საქართველო-რუსეთი

პესკოვი: რუსი და ქართველი დიპლომატები პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავენ

telegraph.co.uk

"რუსი და ქართველი დიპლომატები ვლადიმერ პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრას არ გამორიცხავენ, თუ გრაფიკი ამის საშუალებას მოგვცემს", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"რამდენადაც ვიცი ორი ქვეყნის ჩინოვნიკები და დიპლომატები პრეზიდენტების შეხვედრას კვლავ არ გამორიცხავენ. რაც შეეხება ურთიერთობების გართულებას, რა თქმა უნდა, რუსეთი ყველა მეზობელთან კეთილმეზობლური ურთიერთობის მომხრეა. რუსეთში ყოველთვის, ისტორიულად, თვლიდნენ ქართველ ხალხს მონათესავე და მეგობრულ ერად, და ეს გრძნობები, დარწმუნებული ვართ, დღესაც არსებობს და მომავალშიც იარსებებს. რა თქმა უნდა, რუსეთი დაინტერესებულია ურთოერთობების ნორმალიზაციით.,“–აღნიშნა პესკოვმა.

კომენტარები