უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში გიგის პირადი გვერდი აღარ მოქმედებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მოხდა მისი პირადი გვერდის დარეპორტება. რთული გამოსაცნობი არ არის თუ ვისი სურვილი იქნებოდა ეს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას გიგის არსებობა და აქტივობა უკვე სოციალურ სივრცეშიც აღიზიანებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის ცენტრის“ წარმომადგენლებს გიგის მიერ გვქონდა დელეგირებული მისი გვერდის მართვა. ბოლო დროს საგრძნობლად მოიმატა გიგის ფეისბუქის მომხმარებელთა რიცხვმა, გაიზარდა ადამიანების რაოდენობა, რომლებიც გიგის მხარდაჭერას უცხადებდნენ. ხელისუფლების გაღიზიანებაც სავარაუდოდ ამან გამოიწვია. სოციალური ქსელი როგორც გიგისთვის, ასევე მისი მხარდამჭერებისათვის ერთგვარი კომუნიკაციის საშუალება იყო, ამიტომ, დროებით გიგის განცხადებებს და მოსაზრებებს, ჩემი და გიგის მეგობრების პირადი გვერდებიდან გაგაცნობთ. ჩვენ ფეისბუქის ადმინისტრაციასთან უკვე ვაწარმოებთ მიმოწერას და იმედია, რამდენიმე დღეში ეს კავშირი ისევ აღდგება.
tbl.ge/dhp
დაკოპირდა

ამის შესახებ ლელა კილაძემ განაცხადა
ამავე თემაზე
- უგულავა: ვინც არ უნდა დაიჭირონ, ჩვენი ციხიდან გამოშვება რიგგარეშე არჩევნებში არ გაიცვლება
- Edison Research: 61% გიგი უგულავას დაპატიმრებას უსამართლოს უწოდებს
- თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი - სასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმა
- უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ უგულავას საქმე დარღვევებით განიხილა
- ბასილაია: უგულავას საქმე მამუკა ვასაძემ აიცილა, გაბინაშვილს საქმის გასაცნობად 2 კვირა ჰქონდა