გიგი უგულავას საქმე

უგულავა მოსამართლეს: კონსტიტუციაზე ძალადობთ, მე ასეთი ქვეყნისთვის არ მიბრძოლია

გადაწყვეტილება ჩემი აღკვეთის ღონისძიების შესახებ წინასწარ არის მიღებული და მე არ ვაპირებ ამ პროცესში მონაწილეობას. შაბათი და კვირა იყო სპეციალურად შერჩეული, ვიცით, როგორ შემოიტანეს სპეციალურად შუამდგომლობები, რომ პირადად თქვენთან მოხვედრილიყო ეს საქმე. მივიღე გადაწყვეტილება, რომ საერთო სასამართლოებში გამართულ არცერთ სხდომაზე არ მივიღო მონაწილეობა, ვინაიდან ეს არის ფარსი, ამას ჰქვია კონსტიტუციის გაუპატიურება. ალბათ, თქვენ ლოგიკას სწავლობდით ბატონო მოსამართლე. კონსტიტუციაში წერია, რომ ბრალდებული არ შეიძლება, 9 თვეზე მეტ ხანს იყოს პატიმრობაში. მეც ვარ ბრალდებული, ამიტომ არ შეიძლება, 9 თვეზე მეტ ხანს ვიყო პატიმრობაში. ამიტომ თქვენ ძალადობთ კონსტიტუციაზე. მე ასეთი ქვეყნისთვის არ მიბრძოლია.

განაცხადა რუსთავი 2-ის ცნობით, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავენ. მან ამ სიტყვებით მოსამართლე ჯემალ კოპალიანს მიმართა, შემდეგ კი, სხდომა დატოვა.

კომენტარები