რომის პაპი

რომის პაპი, ფრანცისკე, უახლოეს მომავალში გადადგომას ვარაუდობს

პაპი ფრანცისკე
independent.co.uk

რომის პაპი, ფრანცისკე, უახლოეს მომავალში გადადგომას ვარაუდობს. პაპის თქმით, მისი მოღვაწეობა ხანმოკლე იქნება, სავარაუდოდ 4-5 წელი. ეს მოსაზრება ფრანცისკემ მექსიკური მაუწყებლობის, ტელევისასთვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა.

“მე მაქვს შეგრძნება, რომ ჩემი მოღვაწეობა მოკლე იქნება : სავარაუდოდ 4-5 წელი, თუმცა არც ამაში ვარ ზუსტად დარწმუნებული, შესაძლოა ჩემი მოღვაწეობა მხოლოდ 2-3 წელი გაგრძელდეს. 2 წელი კი უკვე გავიდა“, - განაცხადა რომის პაპმა.

კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი, მისი წინამორბედის, ბენედიქტ მეთექვსმეტის გადაწყვეტილებას გაბედულად მიიჩნევს და თვლის, რომ ის არ უნდა განიხილებოდეს, როგორც გამონაკლისი პრეცენდენტი.

ფრანცისკეს თქმით, ის კმაყოფილია ამ ორი წლის მოღვაწეობით, თუმცა ერთადერთი, რაც ენატრება, თავისუფლებაა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 13 მარტს, სიქსტის კაპელაში დამონტაჟებული ბუხარიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რამაც მსოფლიოს ახალი პაპის არჩევის შესახებ აუწყა. 77 წლის იეზუიტი, ხორხე მარიო ბერგოლიო, ანუ ფრანცისკე რომის 266-ე პაპად აირჩიეს.

კომენტარები