პაპი ლეო XIV თავისი პირველი საგარეო ვიზიტით თურქეთს ეწვია. ის იზნიქში 1,700 წლის წინ გამართული ნიკეის საეკლესიო კრების აღსანიშნავ დღეს დაესწრება. ვიზიტის მთავარი გზავნილი რელიგიებს შორის ერთობა და ერთმანეთისადმი კეთილი ნებაა. ანკარასა და სტამბოლში შეხვედრების შემდეგ, პაპი ლიბანშიც გაემგზავრება.
რომის პაპმა თურქეთში ჩასვლამდე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი სურვილი სახელმწიფოებსა და საზოგადოებებს შორის დიალოგის გაძლიერებაა. მისი თქმით, "სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მართლაც შეიძლება ძმები და დები იყვნენ".
ვატიკანის თქმით, ბეირუთზე ისრაელის ავიაიერიშების მიუხედავად, პაპის ლიბანში ვიზიტი ძალაში რჩება. ის იქ, ვიზიტის ბოლო დღეს, 2020 წელს აფეთქებული პორტის ადგილას, საჯარო წირვას ჩაატარებს.





