საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებას გამოეხმაურა.
"ბუენოს აირესიდან რომამდე, პაპ ფრანცისკეს სურდა, რომ ეკლესიას ყველაზე ღარიბთათვის სიხარული და იმედი მოეტანა, რომ მას ადამიანები ერთმანეთთან და ბუნებასთან გაეერთიანებინა. დაე, ეს იმედი განუწყვეტლივ აღდგდეს მის შემდეგაც.
ჩემს მეუღლესთან ერთად ყველა კათოლიკესა და გლოვით მოცულ მსოფლიოს ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას ვუგზავნით". - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე.





