2025 წელს რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. უკრაინის ბერძნულ-რომაული წესის კათოლიკე ეკლესიის მეთაურის, სვიატოსლავ შევჩუკის ინფორმაციით, რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში ვიზიტის მოწვევა მიიღო.
მან ამის შესახებ RFE/RL-სთან ინტერვიუში ისაუბრა. შევჩუკის თქმით, ვიზიტის ზუსტი თარიღი ამჟამად ცნობილი არ არის.
"ვიზიტის (რედ.) თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული, მაგრამ პაპ ფრანცისკეს ხშირად უყვარს სიურპრიზების მოწყობა. მას შეუძლია, სანამ უკრაინაში ჩამოსვლას გადაწყვეტს, ვიზიტის შესახებ განცხადება პირდაპირ ერთი თვით ადრე გააკეთოს. ამიტომ, ჩვენ ახალი წლისკენ იმედით მივდივართ. იმედით, რომ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობა დაისადგურებს" - თქვა ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა.





