გიგი უგულავას საქმე

თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, ბრალი დაუმძიმდა

გიგი უგულავა

თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, ბრალი დაუმძიმდა.

გიგი უგულავას ადვოკატის ბექა ბასიალიას თქმით, ფაქტობრივად ბრალდების შინაარსი არ შეცვლილა და დაამძიმეს მუხლები. საუბარია უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და თანხის გაფლანგვაზე. საქმეს დაემატა მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვა და ლეგალიზაცია.კერძოდ, გიგი უგულავას ბრალი ედებოდა 333 მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დღეს კი მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით, მას 182-ე და 194-ე მუხლებზე დაუმატეს.

ბექა ბასილაიას თქმით ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ გიგი უგულავას 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 2 აპრილს გასდის და პროკურატურა ცდილობს, უგულავა ციხეში დააკავოს. უგულავას ადვოკატი ვარაუდობს, რომ პროკურატურა დღესვე მიმართავს სასამართლოს, უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.

გუშინ ასევე ბრალი დაუმძიმდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს. ხოლო ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში ბრალის დაზუსტება მოხდა.

კომენტარები