საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა გადაიდო

Reuters

საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა გადაიდო. მმართველი კოალიციის დეპუტატების განცხადებას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"დღეს, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციების ხელმძღვანელებს შორის დაგეგმილი შეხვედრა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემებთან დაკავშირებით მხარეების ურთიერთშეთანხმებით გადაიდო", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თიკო მჟავანაძის ინფორმაციით, შეხვედრის გადადება პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ დღეს დილით, სატელეფონო საუბრისას სთხოვა. მჟავანაძე ვერ აკონკრეტებს, როდის გაიმართება შეხვედრა პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის.

კომენტარები