ეს პირადი საუბარი იყო, არ ვიცოდი, თუ ჟურნალისტი ამას ინტერვიუდ გამოიყენებდა, თანაც ფაქტების არევაც მოხდა - მე "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს საქართველოში მყოფ მსოფლიო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებზე ვისაუბრე, რომლებსაც "ქართუ ბანკში" მაშინ არსებული დარღვევების შესახებ რეაგირება არ მოუხდენიათ. დღეს მათთან არანაირი ურთიერთობა არა მაქვს და შესაბამისად, არც სავალუტო ფონდის საქმიანობის შეფასების უფლება მაქვს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)
ჯავახიშვილი: მოსყიდული ენმ-ს მმართველობისას ჩამოსულ IMF-ის წარმომადგენლებს ვუწოდე
tbl.ge/8cu
დაკოპირდა

განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ჯავახიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა უარყოფითად შეაფასა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ლანძღვა, ჯავახიშვილმა VERSIA.GE-სთან ინტერვიუში თქვა, რომ IMF-ის მისიის ხელმძღვანელი ნაციონალების მოსყიდულია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ბრალდებას "სრულიად ყალბი" უწოდა, ხოლო ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ მთავრობა ემიჯნება ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებას.
ამავე თემაზე
- თურნავა: სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა - ველით IMF-ის მისიას
- თურნავა IMF-ს პროგრამაზე: ჯერ ეს ერთიც, არ არის შეწყვეტილი, მიმოხილვის წარდგენაა გადადებული
- ფონდისგან დავინახე მყარი ნება, რომ სწრაფად აღდგეს – თურნავა IMF-ს შეჩერებულ პროგრამაზე
- თურნავა: IMF-სთან შევთანხმდით, რომ პროგრამის აღდგენის სამუშაოები ტექნიკურ დონეზე გაგრძელდება
- IMF: სანქციებთან დაკავშირებით სებ-ის გადაწყვეტილება ფინანსურ სტაბილურობაზე შეშფოთებას ზრდის




