სახელმწიფო აუდიტის სამსახური

თორდია: ზოგ მუნიციპალიტეტში ტენდერებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემაა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას განცხადებით, "ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საკმაოდ რთული მდგომარეობაა". ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა გაზეთ კვირის პალიტრასთან საუბარში ისაუბრა. ლაშა თორდიას თქმით, ცენტრალური თვითმმართველობის ორგანოებში, ეს საკითხი შედარებით მოგვარებულია, მაგრამ სხვა მუნიციპალიტეტებში ტენდერებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემაა.

"მაგალითად, ვანის, ასევე გორის მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით. გავეცით რეკომენდაციები საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვაზე. ქუთაისის მუნიციპალიტეტთანაც გვაქვს კითხვები. დარღვევები 2014 წლის პერიოდს მოიცავს, რადგან ადგილობრივ თვითმმართველობებს 2015 წელს დაგეგმილი პროექტების განხორციელება ჯერაც არ დაუწყიათ, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონული პროექტების ფონდიდან უკვე 82 მილიონი ლარია გამოყოფილი", - აცხადებს თორდია და აღნიშნავს, რომ ტენდერებთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე აუდიტის სამსახურმა არაერთი მასალა გადააგზავნა პროკურატურაში. 

კომენტარები