სახელმწიფო აუდიტის სამსახური

კობახიძე: მთავრობის ადმინისტრაციაში აუდიტის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აუდიტის სამსახურის ფუნქციები გაძლიერდება. კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდება და მას არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ, მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს დღეებში დაინიცირდება.

ასევე, თანამშრომლობა გაძლიერდება მთავრობის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის და რეალურ დროში აუდიტის პრაქტიკა დაინერგება. ამ ინიციატივის მიზანი სამინისტროების მიერ განხორციელებული პროექტების ხარჯეფექტიანობისა და ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესებაა.

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები