კრიმინალი

მესტიაში 28 წლის ახალგაზრდა მოკლეს

მესტიაში 28 წლის ახალგაზრდა მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული, 1972 წელს დაბადებული მირიან ნ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"გამოძიების ინფორმაციით, მირიან ნ-მ მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, საკუთარ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, 1986 წელს დაბადებულ ლევან ჩ-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებს შსს.

კომენტარები