სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი

წულუკიანი: სამართლიანობის აღდგენის პროცესში ყველაფერი მიდის მაინც თანხებამდე

სამართლიანობის აღდგენის პროცესში, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ყველაფერი მიდის მაინც თანხებამდე. საქმეების დახარისხება აჩვენებს, რომ არის მრავალი საქმე, რომელიც შეიძლება ნაკლები ფინანსური დანაკარგებით მოგვარდეს. კერძოდ, ის საქმეები, რომლებიც ჩამორთმეულ ქონებას ეხება, მაგალითად, სააგარაკე ნაკვეთს თუ სხვას, რომელიც ჯერ კიდევ იმყოფება სახელმწიფოს ხელში და მე ვფიქრობ, სწორედ ამ საქმეებით უნდა დაიწყოს პირველ რიგში და შემდეგ გაგრძელდეს სხვა საქმეებზე მუშაობა.

განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნაზე. ახალი დეპარტამენტი საჯარო მოხელის მიერ ჩადენილ დანაშაულებს შეისწავლის და ორიენტირებული იქნება 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებზე.

კომენტარები